18 მაისი 2024,   19:43
ვრცლად
„გაცხადდეს ოფიციალური ტერიტორიული პრეტენზია“ - ნათელაშვილი გარეჯში შექმნილ ვითარებას ეხმაურება

„გაცხადდეს ოფიციალური ტერიტორიული პრეტენზია“ - ამ განცხადებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, გარეჯში შექმნილ ვითარებას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ნათელაშვილი აზერბაიჯანის ქმედებებს ოკუპაციად აფასებს და ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი  ხელისუფლებას ხუთპუნქტიან მოთხოვნებს უყენებს.

„ალიევის რეჟიმის მიერ განხორციელებული ქმედება შეფასდეს როგორც აგრესია და ოკუპაცია. დაწესდეს სავიზო რეჟიმი ორ ქვეყანას შორის, ხოლო აზერბაიჯანულ კომპანიებს დაედოთ სანქციები. გადაიხედოს ყველა ხელშეკრულება ქვეყანასთან, რომლითაც ბაქოს კორუმპირებული რეჟიმი მილიარდობით მოგებას იჯიბავს. გაცხადდეს ოფიციალური ტერიტორიული პრეტენზია საინგილო-ჰერეთზე, რომელიც უკანონოდ გადაეცა აზერბაიჯანს ოციან წლებში და ბოლოს, საქართველოს ტერიტორიაზე გაიხსნას აშშ-ს სამხედრო ბაზა. აგრესიული მეზობლები მეტი არაფრის  ღირსნი ჩვენგან არ არიან,“- განაცხადა ნათელაშვილმა.

დღის ამბები