18 მაისი 2024,   08:46
ვრცლად
ქართული დიასპორის დღე - ღონისძიებაზე ფორუმის მონაწილეებმა ემიგრაციის პრობლემასა და მისი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს

ქართული დიასპორის დღე  - ფორუმის მონაწილეებმა ემიგრაციის პრობლემასა და დიასპორის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ ცხოვრებაში  დაბრუნების გზებზე იმსჯელეს. ღონისძიებაში, რომელიც ტრადიციულად ამ  დღის აღსანიშნავად იმართება, მონაწილეობა კათალიკოს-პატრიარქმა, პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა მიიღეს.

„სხვა და სხვა მიზეზების გამო აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენი ადამიანური კაპიტალის დიდი ნაწილი არის საზღვარგარეთ. აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანაც არის სწორედ ის, რომ ერთობლივი ძალებით კონსოლიდაცია მოვახდინოთ ამ ადამიანური კაპიტალის. ჩვენ გვაქვს ეროვნული იდეა და ეს იდეა არის განათლება,“- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების იმედი გამოთქვა და აღნიშნა, რომ  მოშორებით ყოფნის შემთხვევაშიც კი, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ერთობლივად.

„ჩვენი მომავალი არის ერთი. შეიძლება ნაწილი ამ დიასპორის მართლაც დაფუძნდეს, დარჩეს იქ სადაც ცხოვრობს იმედია, რომ დიდი ნაწილი დაბრუნდება. დღევანდელ გლობალურ მსოფლიოში და დღევანდელი მდგომარეობით უკვე იქ ცხოვრება, თუ აქ ცხოვრებას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება ერთობლივად, თუნდაც გეოგრაფიულად მოშორებული,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

დღის ამბები