18 მაისი 2024,   18:17
ვრცლად
ხმაური გორის ავტომაგისტრალზე - სოფლის მეურნეობის მინისტრი აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ჩავიდა 

აქცია გორის ავტომაგისტრალზე - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი უკვე ადგილზეა. ლევან დავითაშვილი გორში ჩავიდა და აქციის მონაწილეებს კულტურის სახლში შეხვდება.

მოსახლეობა დღეს დილიდან აქციას მართავს და სტიქიის შემდეგაც მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ დიდი ზარალი მიადგათ სტიქიის შემდეგ, თუმცა ხელისუფლება მათი მდგომარეობით არ დაინტერესებულა.

მოსახლეობამ ავტომაგისტრალზე მას შემდეგ გადმოინაცვლა და გზის გადაკეტვა რამდენჯერმე სცადა, რაც ადგილობრივ მერიასთან აქცია გამართეს და დამაკმაყოფილებელი პასუხები ვერ მიიღეს.

ამ წუთებში გორი-თბილისის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე უპრეცენდენტო რაოდენობის სამართალდამცველი არის მობილიზებული. ადგილზე იმყოფებიან 30-ზე მეტი საპატრულო ეკიპაჟის წარმომადგენლები. ასევე, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები იმყოფებიან.

ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ მათ მოთხოვნებს ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს თბილისისკენ გამოემართებიან და აქციას დედაქალაქში გამართავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები