23 მაისი 2024,   03:28
ვრცლად
„16 წლის ბავშვი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც დაემართა" - ექსკურსიაზე გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრები

გარდაცვლილი 16 წლის გოგონას ცხედარი გურჯაანში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მდინარიდან ცხედრის ამოყვანა მაშველებმა და მყვინთავებმა რამდენიმე საათიანი ურთულესი სამძებრო სამუშაოების შედეგად შეძლეს.

უმძიმესი ფაქტის შემდეგ მომხდარზე საუბარი უჭირთ გარდაცვლილი გოგონას ოჯახის წევრებს. ოჯახი იმ პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ვისაც ექსკურსიაზე წაყვანილ ბავშვებზე ზრუნვა ევალებოდათ.

„16 წლის ბავშვი არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი იმაზე, რაც დაემართა,“-ამბობს გარდაცვლილის და.

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ მოსწავლეები მდინარეში საცურაოდ შევიდნენ, რა დროსაც გოგონა მორევში მოხვდა. 

„მორევიდან კლდის ქვეშ გაუჩინარდა და მისი დახმარება ვეღარ შეძლეს. ეტყობა იმდენად ძლიერი დინება იყო და ისეთი მორევი იყო ,სამწუხაროდ ვერ მოხერხდა თავის დაღწევა,“-განაცხადა სულამანიძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები