18 მაისი 2024,   09:11
ვრცლად
სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბათუმის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს

სტუდენტის სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ლექტორი ბათუმის საკრებულოში თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული მოთხოვნით „ქართული ოცნების“ წევრმა, ომარ მახარაძემ ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართა.

ომარ მახარაძე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობასა და ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველების“ რიგებს ტოვებს.

მოქმედი კანონმდებლობის და ბათუმის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ომარ მახარაძის განცხადების თაობაზე გადაწყვეტილებას საკრებულო უახლოეს სხდომაზე მიიღებს.

სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ლექტორს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. 19 წლის გოგოს მტკიცებით, მან ინტიმური ფოტოების გადაღება რამდენიმე კვირის წინ მოსთხოვა.

მეორე კურსელმა ლექტორის გარყვნილი ქმედების შესახებ სამართალდამცველებს და ბათუმის უნივერსიტეტის რექტორატს აცნობა. სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებულ პროფესორს სტუდენტებთან ურთიერთობა დროებით აუკრძალეს.

დღის ამბები