18 მაისი 2024,   18:45
ვრცლად
მთაწმინდაზე, შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება - ცესკო

მთაწმინდაზე,  შუალედური არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ცესკო-ს პრესსპიკერმა, ანი მიქელაძემ გააკეთა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა გაიმართა, სადაც შუალედური არჩევნების მეორე ტურის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მეორე ტურისათვის განსაზღვრულია 402 ათას 602 ლარი.

გარდა ამისა, სხდომაზე დაამტკიცეს მეორე ტურისთვის საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი, სადაც დეტალურად არის გაწერილი საარჩევნო საქმიანობები და ვადები. ეს გრაფიკი ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის ვებ-გვერდზე. 

ასევე, ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო 6 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეული საკრებულოს წევრების შესახებ. 

დღის ამბები