19 დეკემბერი 2024,   12:45
ვრცლად
დავით გარეჯი ბლოკადაშია-სამონასტრო კომპლექსში, სადაც არავის უშვებენ, ხვალ 15 ეპარქიის მრევლი აქციას გამართავს 

ათასობით მორწმუნე და სასულიერო პირი ხვალ გარეჯის უდაბნოში შეიკრიბება. მართლმადიდებელი ეკლესიის 15 ეპარქიის მრევლი სამონასტრო კომპლექსის დასაცავად გაერთიანდება.

დავით გარეჯი დღეს სრულ ბლოკადაში იყო. ქართველმა მესაზღვრეება ადგილზე იმ მიზეზით, რომ იქ საქართველო და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი არ შეუშვეს.

რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგაც, აღდგომის ტაძრისკენ გზა დღეს მაინც არ გახსნეს.

დავით გარეჯთან დღეს არ უშვებდნენ სასულიერო პირებსაც, აღდგომის ტაძარში მოსალოცად ჩასული მღვდლები ეკლესიაში არ შეუშვეს. მთელი დღის განმავლობაში მონასტრის თავზე დაფრინავდა, აზერბაიჯანული ავიაცია.

ბლოკადამ დავით გარეჯში სასულიერო პირები და სამოქალაქო აქტივისტები ბოლო დროის ყველაზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზებამდე მიიყვანა.

სასულიერო პირები მთელ პასუხისმგებლობას დავით გარეჯის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ხელისუფლება აკისრებენ. შაბათს მონასტრის წინამძღვარმა კირიონმა თქვა, რომ ხელისუფლება მომსახურების ზონიდან არის გასული. სატელევიზიო კომენტარებში კრიტიკამ უკვე ამბიონზე გადაინაცვლა. საკვირაო ქადაგებაში ფერისცვალების ტაძრის მღვდელმა საბამ საქართველოს მთავრობას ბედოვლათი უწოდა. 

დღის ამბები