13 მაისი 2024,   14:14
ვრცლად
დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება - დაკავებულია ერთი პირი

აჭარაში სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებულის პირადი და ასევე დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 385 გრამამდე ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება იქნა ამოღებული.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე , ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები