18 მაისი 2024,   10:23
ვრცლად
უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო

ინაუგურაციიდან ერთი კვირის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი ფრონტის ხაზზე ჩავიდა. ლუგანსკის ოლქში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინის ჯარისკაცების პოზიციები მოინახულა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნო.

ახალმა პრეზიდენტმა ადგილზე გაერთიანებული ძალების მეთაურისგან დონბასის რეგიონში შექმნილ ვითარების შესახებ ანგარიში მოისმინა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფოს მეთაურმა ჯარისკაცების მომარაგების გაუმჯობესების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

დღის ამბები