18 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
ანგელა მერკელი მთავარ გამოწვევად ანტისემიტიზმთან ბრძოლას ასახელებს

ანგელა მერკელი ევროპის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ნაციონალიზმის, პოპულიზმის და ანტისემიტიზმის გაძლიერებას ასახელებს. “CNN”-თვის  მიცემულ ინტერვიუში გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ გერმანიაშიც და ევროპის სხვა ქვეყნებშიც "ბნელ ძალებთან" გასამკლავებლად აქტიური სამუშაოებია ჩასატარებელი. ანგელა მერკელის თქმით, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ძალები დღეს მხარდაჭერას ყველგან იღებენ, ამიტომ გერმანელებს წარსულის გამოცდილებიდან გამომდინარე მეტი სიფრთხილე მართებთ.

ანგელა მერკელის ინტერვიუს წინ უძღოდა ევროპარლამენტის არჩევნები. ბოლო მონაცემით, მისმა პარტიამ „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“  ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოაგროვა.

დღის ამბები