18 მაისი 2024,   11:33
ვრცლად
ბრიტანელი „ლიბერალ-დემოკრატები“„ბრექსიტის“ შესაჩერებლად კამპანიას იწყებენ

 ბრიტანელი „ლიბერალ-დემოკრატები“  „ბრექსიტის“  შესაჩერებლად პოლიტიკური ძალების გაერთიანებას და კამპანიას იწყებენ. ევროპარლამენტის არჩევნებში მათ ნაიჯელ ფარაჯის "ბრექსიტის პარტიის" შემდეგ მეორე ადგილი დაიკავეს.

ფარაჯის პოლიტიკურმა გაერთიანებამ ამომრჩეველთა ხმების 31 პროცენტი მოაგროვა, თუმცა პროევროპულ „ლიბერალებს“, „მწვანეებს“ და „რეფორმატორებს“ საერთო ჯამში მოსახლეობის 36 პროცენტი მიემხრო.

ლიბერალ დემოკრატების“ ლიდერმა ვინს ქეიბლმა მხარდამჭერებს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, არჩევნების შედეგებით ნათელი გახდა, რომ ბრიტანელების უმრავლესობას „ბრექსიტის“ შეჩერება სურს

დღის ამბები