18 მაისი 2024,   12:46
ვრცლად
"სამომხმარებლო ფასები მაინც იზრდება მოსახლეობისთვის და ეს არის ძალიან მტკივნეული" - ლევან კობერიძე

„სამომხმარებლო ფასები მაინც იზრდება მოსახლეობისთვის და ეს არის ძალიან მტკივნეული,“ - ეს განცხადება პარლამენტის წევრმა,  გლდანის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ, ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებაზე საუბრისას გააკეთა.

ლევან კობერიძე აცხადებს, რომ პროდუქტებზე ფასები მუდმივად იზრდება, რაც მოსახლეობის ჯიბეზე აისახება.

კობერიძის თქმით, აქედან გამოსავალი მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკის გაძლიერებაა.

„აქ ყველაზე მთავარი მიზანი და პრობლემა მგონია ის, რომ იმპორტდამოკიდებულების გამო ერთ-ერთი პრობლემა რაც არის, ფასები სამომხმარებლო, მიუხედავად ბევრი განცხადებისაა, რომ ინფლაცია იქნება შენარჩუნებული იმ 3-პროცენტიან მიდამოებში, სამომხმარებლო ფასები მაინც იზრდება მოსახლეობისთვის და ეს არის ძალიან მტკივნეული. ასე რომ, თუ ჩვენ გვინდა, რომ ლართან დაკავშირებული პრობლემები დაივიწყოს მოსახლეობამ, უნდა გაძლიერდეს ეკონომიკა და ეკონომიკის გაძლიერება, მაგალითად, ისეთი ქმედებებით, როგორიც გუშინ მოსმენა გვქონდა საპარტნიორო ფონდის, მათ შორის მსგავსი ქმედებებით, ლარი, სამწუხაროდ, არ ძლიერდება,“ - განაცხადა ლევან კობერიძემ.

ლარმა გაუფასურების 24-წლიანი რეკორდი მოხსნა და არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7876 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.

დღის ამბები