18 მაისი 2024,   12:30
ვრცლად
"როცა პრეზიდენტად გყავს ქალბატონო ზურაბიშვილი, პრემიერად ბატონი ბახტაძე, ლარი გაუფასურდება, აბა რა მოხდება" - ნიკა მელია

ეროვნული ვალუტის რეკორდულ გაუფასურებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია, კრიტიკულად აფასებს.

ნიკა მელია ამბობს, რომ ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ლარი ისტორიულ ნიშნულამდე დაეცა. ოპოზიციონერი დეპუტატი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაუფასურებას აანონსებს.

ნიკა მელია ლარის კურსის რეკორდულ ვარდნასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.

„უკანასკნელი წლების განმავლობაში, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებშიც კი, ამ პერიოდში, წელიწადის ამ დროს, ლარი ყოველთვის მყარდებოდა. თუკი გადავხედავთ განვლილ 7 წელიწადს და დღეს რას ვხედავთ? ვხედავთ, რომ ამ პერიოდში ლარი ისტორიულ ნიშნულამდე დაეცა, რაც სულ არ არის აუცილებელი, იყო ფინანსისტი ან ეკონომისტი, რომ ივარაუდო, რომ ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი. რა არის გამოსავალი, რა რჩევები უნდა მიიღოს ხელისუფლებამ? არანაირი! მნიშვნელობა არ აქვს, როცა ქვეყანაში პრეზიდენტად გყავს ქალბატონო ზურაბიშვილი, როდესაც პრემიერმინისტრად გყავს ბატონი ბახტაძე, როცა პარლამენტის თავმჯდომარე გყავს ბატონი კობახიძე, როდესაც ანრი ოხანაშვილი არის წამყვანი პოლიტიკოსი ქართული ოცნების და ა.შ. ლარი გაუფასურდება, აბა რა მოხდება,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

ლარმა გაუფასურების 24-წლიანი რეკორდი მოხსნა და არსებობის ისტორიაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღეს ბანკთაშორის გამართული ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7876 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7811 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0065 ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები