18 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
"არ მახსოვს ეგეთი რაღაცა, წლებია, თბილისში არ ყოფილა" - ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თბილისის რამდენიმე რაიონი დააზარალა  

"ძალიან დიდი სეტყვა იყო, არ მახსოვს ეგეთი რაღაცა, წლებია, თბილისში არ ყოფილა" -  ასეთია მოსახლეობის რეაქცია ცოტა ხნის წინ თბილისში მოსულ ძლიერ სეტყვასთან დაკავშირებით.  

მოსახლეობა ამბობს, რომ ძლიერი სეტყვა 10-15 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სტიქიის შედეგად, დატბორილია ქუჩები და მიწისქვეშა გადასასვლელები.

ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად, თბილისის რამდენიმე რაიონი დაზარალდა. 

წყალდიდობის გამო, საპატრულო პოლიციამ დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი ხიდი გადაკეტა. ტერიტორიაზე შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება. კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა გლდანის მეტროსთან.

სერიოზული პრობლემები შეექმნათ თბილისის სხვა რაიონებსაც. რთული მდგომარეობაა თემქაზე, სანზონაში, ასევე ნაძალადევში, სადაც ძლიერი წვიმის გამო, მოსახლეობას წყალი სარდაფებში შეუვარდა. ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

წყალი ჩავიდა მიწისქვეშა გადასასვლელში ახმეტელის მეტროსთან. აქ დატბორილია ტერიტორია.

ამ წუთებში ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების წყლის ამოტუმბვის სამუშაოებს ატარებენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები