18 მაისი 2024,   11:59
ვრცლად
მორიგი საჰაერო იერიში სირიაში - იდლიბის პროვინციაში 7 ადამიანი დაიღუპა

7 ადამიანი ემსხვერპლა მორიგ საჰაერო იერიშს სირიაში, იდლიბის პროვინციაში. სამთავრობო ძალებისა და რუსული ავიაციის ერთობლივი რეიდის დროს, ამბოხებულთა პოზიციები დაიბომბა. საჰარო დარტყმას ძლიერი ნგრევა მოჰყვა.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით შედეგად დაშავდა რამდენიმე ათეული მშვიდობიანი მოსახლე. სამაშველო ორგანიზაციები დაღუპულების რიცხვის გაზრდას ვარაუდობენ.

იდლიბის პროვინციაში დასახლებების მორიგ დაბომბვას ვაშინგტონში კონფლიქტის უგუნური ესკალაცია უკვე უწოდეს.

დღის ამბები