18 მაისი 2024,   08:48
ვრცლად
მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია ჩეხეთში - პრემიერის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი გამოვიდა

მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია ჩეხეთში - პრემიერის გადადგომის მოთხოვნით პრაღისა და სხვა ქალაქების ქუჩებში რამდენიმე ათასი ადამიანი გამოვიდა.

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები, ანდრეი ბაბიჩის დაკავებასაც მოითხოვდნენ, რომლეიც ქვეყანაში კორუფციული სკანდალის ფიგურანტია.

გამომძიებლების ინფორმაციით, ბაბიჩი 2007 წელს ევროკავშირის მიერ გამოყოფილი სუფსიდიების უკანონო მითვისებაშია არის ეჭვმიტანილი. თავად პრემიერი ბრალდებას პოლიტიკურს უწოდებს. ჩეხეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით აქციები უკვე მეხუთე კვირაა იმართება.

დღის ამბები