18 მაისი 2024,   09:29
ვრცლად
ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების საპასუხოდ, ბელგიის დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგების საპასუხოდ ბელგიის დედაქალაქში საპროტესტო მსვლელობა გაიმართა. ბრიუსელის ქუჩებში ათასობით ადამიანი ბელგიასა და ევროპაში რასიზმისა და ფაშიზმის გაძლიერების გასაპროტესტებლად გამოვიდა.

ორგანიზატორების ინფორმაციით, დემონსტრაციის მოწყობა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ევროპარლამენტში არჩევნებმა აჩვენა, რომ სეპარატისტულ და ანტისაემიგრაციო პოლიტიკის მქონე პარტიები, დიდი მხარდაჭერით სარგებლობენ.

მომიტინგეებმა მსვლელობა ევროკავშირის ინსტიტუტების შენობებთან დაასრულეს, სადაც იმ დროს ევროპელი ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობდა.

დღის ამბები