18 მაისი 2024,   12:13
ვრცლად
“Amazon”-ის დამფუძნებლის ყოფილი მეუღლე ქონების ნახევარს ქველმოქმედებისთვის გაიღებს

“Amazon”-ის  დამფუძნებლის, ჯეფ ბეზოსის უკვე ყოფილი მეუღლე  განქორწინებიდან მიღებული ქონების ნახევარს ქველმოქმედებისთვის გაიღებს. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის ყოფილი მეუღლე უირენ ბაფეტისა და ბილ გეიტსის მიერ დაფუძნებულ მოძრაობას შეუერთდა. ეს მილიარდერების ახალი პროექტია, რომლის მონაწილეებიც საკუთარ თავზე ვალდებულებას იღებენ, რომ ქონების 50 პროცენტი სიცოცხლეშივე ქველმოქმედებაზე მიმართონ. მაკენზი ბეზოსი აცხადებს, რომ არანორმალურად ბევრი ფული აქვს და თავს ვალდებულად თვლის, რომ თანხა გაჭირვებულებს გაუნაწილოს.

ჟურნალ „Forbes”-ის  მონაცემებით ამაზონის დამფუძნებელი განქორწინებამდე 131 მილიარდი დოლარის ქონებას ფლობდა, განქორწინების შემდეგ მისმა ყოფილმა მეუღლემ 35 მილიარდი მიიღო.

დღის ამბები