18 მაისი 2024,   20:16
ვრცლად
სტრასბურგში მუხთარლის საქმის წარმატებით დასრულება დააზიანებს საქართველოს იმიჯს - არასამთავრობო ორგანიზაციების ერთობლივი განცხადება

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ საგამოძიებო ორგანოებში მუხთარლის სავარაუდო გატაცების ფაქტზე გამოძიება დღემდე უშედეგოდ, პროგრესის გარეშე მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებაში წერენ, რომ პასუხგაუცემელია მუხთარლის ადვოკატების მიერ დაყენებული არაერთი მოთხოვნა, მათ შორის მუხთარლისა და მისი მეუღლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ. ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის გამოუძიებლობა აზარალებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს.

"ოცდაათზე მეტი საზოგადოებრივი და მედია ორგანიზაციის მიმართვის მიუხედავად,საქართველოს პარლამენტმა უარი თქვა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე, რომელიცმუხთარლის საქართველოდან სავარაუდო გატაცების ფაქტს შეისწავლიდა.

ამჟამად, მუხთარლის უფლებების დარღვევის საკითხს დაჩქარებულ ვადებში განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; საჩივარი, რომელიც კონვენციით გარანტირებული არაერთი უფლების დარღვევას შეეხება, წარდგენილია როგორც საქართველოს ისე აზერბაიჯანის წინააღმდეგ (მუხთარლი აზერბაიჯანისა და საქართველოს წინააღმდეგ, საქმე 39503/17). ორივე სახელმწიფოს მთავრობას უკვე მოუწია ევროსასამართლოს კითხვებზე პასუხის გაცემა. საქართველოს მთავრობისადმი დასმული შეკითხვები როგორც მუხთარლის სავარაუდო გატაცებას, ასევე ამ ფაქტზე დაწყებული გამოძიების ეფექტურობას შეეხება.

ევროპულ სასამართლოში მუხთარლის საქმის წარმატებით დასრულება საქართველოსთვის ფინანსური ზიანის მოტანასთან ერთად კიდევ ერთხელ დააზარალებს საქართველოს, როგორც დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიერტირებულის სახელმწიფოს იმიჯს,"-ნათქვამია განცხადებაში.

 

დღის ამბები