25 ნოემბერი 2024,   08:22
ვრცლად
სოფელ ქვემო მაჩხაანში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოვარდა

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში საბავშვო ბაღის ჭერი ჩამოვარდა. ერთ- ერთ ოთახში ჩამოყრილია ე.წ. გიბსოკარდონები. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა. ამ დროისთვის ბაღში სასწავლო პროცესი შეჩერებულია.

სიღნაღის ვიცე-მერის, მადონა ბატიაშვილის ინფორმაციით, შენობას რეაბილიტაცია 2016 წელს ჩაუტარდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ლარი დაიხარჯა. მისი თქმით, ინციდენტი, სავარაუდოდ, უხარისხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა გამოიწვია.

 

 

დღის ამბები