18 მაისი 2024,   19:58
ვრცლად
ამ ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირების არანაირი სურვილი არ აქვს - დავით ჭიჭინაძე

ხელისუფლებას სააკაშვილის ექსტრადირება რომ სდომოდა, ამას პეტრო პოროშენკოს პრეზიდენტობის დროს მოითხოვდა - ეს განცხადება მმართველი გუნდის ყოფილმა წევრმა, დავით ჭიჭინაძემ გააკეთა.

მისი თქმით, ხელისუფლება იყენებს მიხეილ სააკაშვილის სახელს და მის ინტერესებში საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში ექსტრადირება და პატიმრობა არ შედის.

„პოროშენკო სააკაშვილს სიამოვნებით გადმოსცემდა, მაგრამ მე მგონი ამ ხელისუფლებას არანაირი სურვილი არ აქვს ამის. სააკაშვილს არჩევნებზე გასამარჯვებლად იყენებს ყოველთვის. 7 წლის შემდეგ წაუყენო ადამიანს მხოლოდ პიჯაკების ბრალდება და არ გაგახსენდეს მისი ექსტრადირების საკითხი, მე ვფიქრობ ეს უკვე იუმორია და რაღაცის შეფუთვა,“- აცხადებს ჭიჭინაძე.

მმართველი გუნდის ასევე ყოფილი წევრი, ეკა ბესელია კი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ ახსნის რატომ თქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და მიიღო უკრაინის მოქალაქეობა. ბესელია ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო სააკაშვილს მორალური სიმძიმე აწევს.

„ვერ აიხსნება ეს. ისეთი მორალური ბმაა საკუთარ ქვეყანას და სამშობლოსთან, როდესაც ეს იცვლება სხვა ქვეყნის მოქალაქეობით,  მე მგონი რომ იქ პოლიტიკოსისთვის წერილი ისმება. მე მხოლოდ დესტრუქციას ვხედავ მის საქმიანობაში და ვერაფერს სასიკეთოს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

დღის ამბები