18 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
დადასტურდა, რომ სააკაშვილი იყო პოროშენკოს უკანონო გადაწყვეტილების მსხვერპლი, კანონიერება აღდგება საქართველოშიც - სამადაშვილი

მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა - ოპოზიციის წევრებისთვის “ქართული ოცნების“ ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და პანიკა მოულოდნელი არ არის. მათი თქმით, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენა, ისტორიული სამართლიანობის აღდგენაა, რომელიც მალე საქართველოშიც განმეორდება.

„მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენამ დაადასტურა ის, რასაც ჩვენ ვამბობდით,რომ ოლიგარქები,როგორც საქართველოში ისე უკრაინაში ერთი და იგივე უკანონო მეთოდებით ებრძვიან ამ პოლიტიკოსს.ზელენსკის გადაწყვეტილებამ, დაადასტურა ის, რომ სააკაშვილი იყო პოროშენკოს უკანონო გადაწყვეტილების მსხვერპლი და აღდგა კანონიერება, კანონიერება აღდგება აუცილებლად საქართველოშიც“-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

ნიკა მელიას განცხადებით, განახლებულ "ნაციონალურ მოძრაობასაც" და გაერთიანებულ ოპოზიციასაც აქვს ძალიან დიდი ამოცანა და ეს ამოცანა არ არის მხოლოდ ხელისუფლების დამარცხება. მელია ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინაში სამართლიანობა აღდგა, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რა შეფასებებს გააკეთებენ მმართველი გუნდის დეპუტატები.

„ამოცანა კიდევ უფრო მეტია, უფრო დიდი მიზანი გვაქვს ამ ქვეყნის წინსვლა, რაც დაიწყება მას შემდეგ რაც ქართული ოცნება დამარცხდება, მეორე დღიდანვე ქვეყნის პროგრესირება არის მთავარი ამოცანა. ამ გზაზე,რომლის სათავეშიც ნამდვილად დგას მიხეილ სააკაშვილი, რას იტყვის ბატონი ქანთარია, სხვა ქართული ოცნების დეპუტატი უკვე ადვილად პროგნოზირებადია“-ამბობს ნიკა მელია.

დღის ამბები