18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
უნდა დაიწყოს მოკვლევა, რამდენად შეთანხმებული იყო მისი ჩართვა მოლაპარაკებებში - ოპოზიცია პრეზიდენტის მიერ, ბაქოში გაკეთებული განცხადებით ინტერესდება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი პარლამენტში ამ ეტაპზე არ დგას - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიცია საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ჯერ უნდა გაირკვეს, იცოდა თუ არა პრემიერმა იმის შესახებ, თუ რა საკითხის განხილვას აპირებდა სალომე ზურაბიშვილი ბაქოში ვიზიტის დროს.  ენმ-ს წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ მხოლოდ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ გახდება ცნობილი, დაარღვია თუ არა კონსტიტუცია პრეზიდენტმა.

„კონსტიტუცია ამბობს ცალსახად, რომ საქართველოს პრეზიდენტი აწარმოებს წარმომადგენლობით ფუნქციებს მათშორის საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ხელისუფლების თანხმობით. მთავრობის მიერ მინიჭებული მანდატის თანახმად. შესაბამისად, როდესაც მიმდინარეობს ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებები თუ ამ მოლაპარაკებებზე პრეზიდენტმა დააფიქსირა ოფიციალურად  საკუთარი პოზიცია, ეს პოზიცია შეთანხმებული უნდა ყოფილიყო საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და პრემიერთან. ამიტომ ყოველ შემთხვევაში საფუძველი, რომ დაიწყოს მოკვლევა რამდენად კონსტიტუციური იყო მისი ჩართვა ამ შემთხვევაში მოლაპარაკებების პროცესში, ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პრეზიდენტთან კითხვები აქვს „ევროპულ საქართველოსაც.“ გიგა ბოკერიას განცხადებით მთავარი საკითხი, რომელზეც ივანიშვილის ხელისუფლებას პასუხის გაცემა მოუწევს, სწორედ გარეჯში მიმდინარე მოვლენები და პრეზიდენტის განცხადებაა.

„ყოველ შემთხვევაში მუდმივად პრესინგის ქვეშ უნდა გყავდეს ივანიშვილის ნაირი მთავრობა მით უმეტეს და მის სატელიტი პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მეორე მაინც იმისთვის, რომ  ნაკლები ზიანი მოიტანონ ამ საქმიდანაც ამიტომ მოსმენა იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროსი და ამათი ეს კითხვა იქნება მნიშვნელოვანი კითხვა. უნდა გაგვცენ პასუხი, საერთოდ კოორდინაცია აქვთ ხოლმე ამ საკითხებზე  თუ არა,“-განაცხადა გიგა ბოკერიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები