23 მაისი 2024,   01:23
ვრცლად
ბორის ჯონსონი სასამართლოს წინაშე წარდგება

ბორის ჯონსონს მოსახლეობის მოტყუებისთვის სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. ტერეზა მეის სავარაუდო შემცვლელს 2016 წელს გაკეთებული განცხადების გამო ედავებიან.

ბრექსიტის“ კამპანიის დროს ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ დიდ ბრიტანეთი ევროკავშირს საწევროს სახით ყოველ კვირას 350 მილიონ ევროს უხდიდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მოსამართლემ ჩათვალა, რომ ეს განცხადება დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და ჯონსონს სასამართლოში გამოცხადება დაავალა.

წინასწარი მოსმენის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის. 54 წლის ჯონსონი ბრიტანეთის პრემიერის პოსტზე ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად სახელდება.

დღის ამბები