18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
„ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რა ფორმით დაისვა ეს საკითხი აზერბაიჯანში" - ეკა ბესელია პრეზიდენტის იმპიჩმენტს ამ ეტაზპე გამორიცხავს

„ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია, თუ რა ფორმით დაისვა ეს საკითხი აზერბაიჯანის პირველ პირებთან“-ამის შესახებ განცხადება ეკა ბესელიამ გააკეთა. მისი თქმით, ჯერ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე საუბარი ნაადრევია, რადგან უცნობია შეთანხმებული იყო თუ არა აზერბაიჯანში განსახილველი საკითხები პრემიერ-მინისტრთან, როგორც ამას ქვეყნის პირველ პირს კონსტიტუცია ავალდებულებს. 

„ჩვენ ახლა გვჭირდება მეტი ინფორმაცია რა ფორმატში, რა შინაარსით და ფორმით მოხდა ამ საკითხის  წარმოჩენა და რა ფორმით დაისვა ეს აზერბაიჯანის პირველ უმაღლეს პოლიტიკურ თანამდებობის პირებთან. იცოდა თუ არა ეს პრემიერმა და პარლამენტმა შესაბამისად დასკვნები უნდა გააკეთოს. აი იმის შემდგომ, რაც გვეცოდინება რეალურად რა მოხდა, ამის შემდგომ შეიძლება ვილაპარაკოთ ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ არ არის გამორიცხული ოპოზიციამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დადგინდება, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია და ბაქოში გამართული ვიზიტის დროს თვითნებურად წამოჭრა მთავრობასთან შეუთანხმებელი საკითხები. როგორც ცნობილია, მის განცხადებებს ბაქოში, მოგვიანებით დავით გარეჯში დაძაბულობა მოჰყვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები