18 მაისი 2024,   20:59
ვრცლად
ერთი ოლიგარქი მოვიშორეთ, ახლა მეორე ეგზემპლარი უნდა მოვიშოროთ საქართველოში - სააკაშვილი უკრაინაში მიემგზავრება

ერთი ოლიგარქი მოვიშორეთ, ახლა მეორე ეგზემპლარი უნდა მოვიშოროთ საქართველოში - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ, ვარშავის აეროპორტში გააკეთა, საიდანაც ის კიევში გაემგზავრება. ის ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ სამართლიანს უწოდებს. სააკაშვილის განცხადებით, უკრაინელი ხალხი თავისუფლების მოყვარულია. 

მისი თქმით, კიევის აეროპორტში რამდენიმე მნიშვნელოვანი ლიდერი, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები დახვდებიან.

„ეს არის ზუსტად ის, რაც მოხდება საქართველოში. განშორების პაუზა დასრულდება. რაც ხდება საქართველოში არის დიდი უსამართლობა, ზუსტად ასეთი რამ ხდებოდა უკრაინაში. ბედნიერად მიიღეს ელჩმა, კონსულმა, ყველა ბედნიერი იყო. უკრაინაში გუშინ იმხელა აჟიოტაჟი იყო, მე თვითონაც გაოგნებული ვარ. რამდენ ადამიანს ვყვარებივარ, თურმე იმ ქვეყანაში. მე კი არ ვყვარებივარ, სამართლიანობის გრძნობა უყვართ. სამართლიანი და თავისუფლების მოყვარე ხალხია. თავისუფლების შეზღუდვას და უსამართლობას ვერ იტანენ. რომ აღდგა სამართლიანობა, ამაზე ჰქონდათ სწორი რეაქცია,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის შესახებ, უკრაინის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ გუშინ მიიღო, რომელმაც პეტრო პოროშენკოს 2017 წლის განკარგულება გააუქმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები