18 მაისი 2024,   20:59
ვრცლად
ჩემს დას "ატვიორტკას" ურტყამდა, დაუცველი ვარ... მოხდება მკვლელობა - დიზაინერი ბიძის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს

სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ძალადობა და ცხოვრება მუდმივი შიშის ქვეშ - დიზაინერი შორენა სარიშვილი  მოძალადე ბიძის მიმართ ადეკვატურ სასჯელს ითხოვს. ოჯახის წევრების მიმართ მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, რობერტ მარცვალაძემ ციხეში ნახევარი წელიც გაატარა - მან საპატიმრო ორი დღის წინ დატოვა, საიდანაც შორენა სარიშვილის მტკიცებით, კიდევ უფრო აგრესიული გამოვიდა. ახალი მუქარისა და ძალადობის შესახებ დიზაინერმა პოლიციას უკვე შეატყობინა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ოჯახური ნიშნით განხორციელებული მუქარის ბრალდებით დააკავეს.

"ფაქტი იყო ესეთი რომ ჩემს დას "ატვიორტკას" ურტყამდა, რომ არა ჩემი სწრაფი რეაქცია, შეესწრო მისი არასრულწლოვანი ბავშვიც. ხელით შემეხო ჩემს ტერიოტირაზე, გამოვიძახეთ პოლიცია, მქონდა ფაქტები. ხელზე მქონდა ჩაქცევები და ნაჩხაპნები. დაუცველობის სინდრომი მაქვს... აქ მოხდება მკვლელობა,"-აცხადებს შორენა სარიშვილი.

დღის ამბები