13 მაისი 2024,   23:23
ვრცლად
ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი, მთლიანად უნდა გადადგეს, ის სისტემატურად ატყუებს მოსახლეობას - შეშელიძე

ექსპერტთა ნაწილი ეროვნულ ბანკს ტყუილში ადანაშაულებს. კობა გვენეტაძემ გუშინ ლარის ვარდნა თურქეთში ლირის გაუფასურებას დაუკავშირა, რაც ანალიტიკოსების თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება და პრობლემის სათავე ქვეყნის შიგნით არსებობს.

ექსპერტები ამბობენ, რომ ეროვნულ ბანკთან ერთად რეალურ პრობლემებზე თვალს ხუჭავს ხელისუფლებაც, რის შედეგადაც ეკონომიკური ვითარება ქვეყანაში ნელ-ნელა უარესდება.

„პირველი პრობლემა არის ეროვნული ბანკის პოლიტიკა, შემდეგი პრობლემა არის ის, თუ რატომ სჭირდება სახელმწიფოს ვალების დაგროვება და გაზრდა, მათ შორის შიდა ვალების გზით, მესამეა უშუალოდ პოლიტიკა, რა ხარვეზებია ამ პოლიტიკაში რატომ არის შეწყვეტილი ინვესტიციების ნაკადი უცხოეთიდან, საუბარი იმაზე, რომ თურქეთის ბრალია, სტატისტიკურად ეს არ დასტურდება, ამიტომ უნდა ვეძებოთ შიდა პრობლემა.

"ვფიქრობ, ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი, მთლიანად უნდა გადადგეს, იმიტომ რომ ის სისტემატურად ატყუებს საქართველოს მოსახლეობას,“-აცხადებს ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს” პრეზიდენტი, პაატა შეშელიძე.

ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ამბობს, რომ არსებული სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, ხელისუფლების მიერ გაზრდილი გადასახადების ძველ ნიშნულზე დაბრუნებაა.

დღის ამბები