17 მაისი 2024,   13:34
ვრცლად
ჭავჭავაძის გამზირი დაიკეტა - #5-ის მაცხოვრებელები სახლებში სპეციალური საშვებით დაბრუნდებიან

ჭავჭავაძის გამზირის ნაწილი დღეიდან გადაკეტილია. ვარაზის ხევიდან ატენის ქუჩამდე მოძრაობა ღამის 12:00 საათიდან შეზღუდულია. მიზეზი გამზირის სრული რეაბილიტაციაა - უნდა შეიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასფალტის საფარი და საფეხმავლო ბილიკები.

ჭავჭავაძის 5 ნომერში მაცხოვრებლები კი დღეიდან სახლებში სპეციალური საშვებით დაიშვებიან. სამუშაოები დაახლოებით ექვსი თვეში დასრულდება.

დღის ამბები