13 მაისი 2024,   20:37
ვრცლად
„ის, რომ თურნავამ დღეს გააუქმა ფოთის პორტზე გაცემული ნებართვა, არ არბილებს მდგომარეობას“ - ჭიაბერაშვილი

„ის, რომ თურნავამ დღეს გააუქმა ფოთის პორტზე გაცემული ნებართვა, ეს არ არბილებს მდგომარეობას,“ - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, აღმაშფოთებელია მთავრობის მოქმედება ანაკლიის პორტთან დაკავშირებით და ეს ქმედებები ქვეყნას აზიანებს. ჭიაბერაშვილის ამბობს, რომ მთავრობა მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ მას ქვეყნის მართვის უნარი არ გააჩნია. 

„აღმაშფოთებელია საერთოდ, როგორ იქცევა მთავრობა და მისი თითოეული წარმომადგენელი საქართველოსთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. თამაში ხომ არ არის გასცე ნებართვა, მერე საზოგადოება რომ აღშფოთდება მერე წაართვა, ამ დროს მთელ საერთშორისო საზოგადოებას აჩვენო, რომ საქართველოს მთავრობამ და საქართველომ არ იცის რა უნდა, რა არის მისთვის პრიორიტეტი.

"ის, რომ თურნავამ დღეს გააუქმა ფოთის პორტზე გაცემული ნებართვა, ეს არ არბილებს მდგომარეობას, პირიქით კიდევ უფრო აუარესებს და ყველას ეუბნება მთელს მსოფლიოსი რომ ამ ხალხმა ქვეყნის მართვა არ იცის,“-აცხადებს ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დოკუმენტი, რომელიც ანაკლიის პორტის პერსპექტივას კლავს გაუქმებულია.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გათავისუფლებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები