18 მაისი 2024,   17:58
ვრცლად
ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტი - სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს

სამართალდამცავებმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე კერძო საექსპერტო დაწესებულების დირექტორი და ფინანსური მენეჯერი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულებმა  თანხის სანაცვლოდ ლაბორატორიული კვლევის გარეშე  დაამზადეს და გასცეს ბეტონის გამოცდის ყალბი ოქმები, რომლებშიც  ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით ყალბი მაჩვენებლები დააფიქსირეს.

აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახით 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები