13 მაისი 2024,   10:14
ვრცლად
"არ არის ეს საუკეთესო მაგალითი მთავრობის თანამშრომლობის," - კაკულია თურნავას განცხადებას ეხმაურება

მმართველ გუნდში თვლიან, რომ ეკონომიკის მინისტრმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი გადააყენა. საუბარია ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რომელიც ეკონომიკის მინისტრის განმარტებით მისგან დამოუკიდებლად სააგენტომ გასცა. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რომან კაკულია ამბობს, რომ ეს არ არის მთავრობის თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითი, თუმცა სასიამოვნოა, რომ მინისტრმა ადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო.

კაკულიას განცხადებით, არასწორია აზრი, რომ მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლას ცდილობს და მას მხარდაჭერას არ უცხადებს. 

„ანაკლიის პორტთან მიმართებაში არსებული მოცემულობა იყო და რჩება იგივე. ყოველთვის ვამბობდი, რომ ანაკლიის პორტს სახელმწიფო მხარდაჭერა კი არ აქვს პრობლემა, აქვს კონკურენტუნარიანობის მუდმივად განახლებადი შესწავლის პროცესში არსებული პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისათვის, რომლებიც კომერციულ სიცოცხლისუნარიანობას დაინახავდნენ ამ პორტში, თორემ მეორე მხრივ მთავრობის მხრიდან ნაკლებობა სურვილისა აქ არ არის პრობლემა, რომც ყოფილიყო სხვადასხვა პორტების მიერ დავუშვათ არა შეგნებული არამედ აქედან გამომდინარე პოზიციები ეს დაძლევადია და არამგონია პრობლემა იყოს ამ ეტაპზე.

"ფოთის პორტთან მიმართებაში მას განვითარების უფლება რა თქმა უნდა, აქვს, ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიის თვითონ ეს სახელი შეიცავდა იმ უნიკალურობას,რომელიც უნდა ყოფილიყო ანაკლიაში და ეს დარჩება ანაკლიაში.

რაც შეეხება ფოთის პორტში მიმდინარე პროცესებს გითხარით არ არის ეს საუკეთესო მაგალითი მთავრობის თანამშრომლობის ზოგადად, მაგრამ სასიამოვნოა,რომ ადეკვატური გადაწყვეტილება იქნა მიღებული,“-აცხადებს კაკულია.   

შეგახსენებთ, რომ ახალი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დოკუმენტი, რომელიც ანაკლიის პორტის პერსპექტივას კლავს, გაუქმებულია.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ნებართვა მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ გასცა და ის საქმის კურსში არ იყო. მინისტრის თქმით, ნებართვა გაუქმებულია, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გათავისუფლებული.

ამავე თემაზე
დღის ამბები