17 მაისი 2024,   14:03
ვრცლად
იტალიში დაკავებული ქართველის ადვოკატების მტკიცებით, 32 წლის მამაკაცს სცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან

იტალიის ციხეში ქართველ ემიგრანტს სცემეს, დაასახიჩრეს და გაუპატიურებით ემუქრებიან - ამ ინფორმაციას ინფორმაციას პატიმრის ადვოკატები ავრცელებნ.

სპეციალურ პრესკონფერენციაზე მათ განაცხადეს, რომ 32 წლის ანტონ ჭელიძეს იმ დანაშაულის აღიარებას თხოვენ, რაც არ ჩაუდენია, სასჯელად კი აწამებენ.

"ევროპის ცენტრში, იტალიაში ქურდობის მცდელობის ბრალდებით 2018 წელს ანტონ ჭელიძე დააკავეს. დაკავება ძალის გადამეტებით მოხდა და ორივე მხარემ დაზიანება მიიღო. იმის გამო, რომ არ აღიარა დანაშაული უთხრეს, რომ დაისჯებოდა. გადაიყვანეს იზოლატორში, მოხდა წამება, შემდეგ ფლორენციის ციხეში სექსუალური უმცირესობების საკანში მოათავსეს და ეს გამოიყენეს სასაჯელად. შელახეს მისი ღირსება. ის მზად არის ნებისმიერი სამართლიანი სასჯელისთვის, ოღონდ ღირსება დაიცვას. არაადამიანური წამების მსხვერპლია არაბული წარმომავლობის პატიმრებისგან და ციხის თანამშრომლებისგან. სხეულზე აქვს დაზიანებები, თვითმკვლელობა, სცადა. ყველას ვალდებულებაა დავიცვათ უდანაშაულო ადამიანი"-განაცხადა ადვოკატმა ლედი ტუკვაძემ.

პატიმრის უფლებას ასევე იცავ "ემიგრაციის საერთაშორისო ცენტის" ადვოკატი მარი ლევიძე. ადვოკატების თქმით, საქმის შესახებ ინფორმირებულია საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და საპარლამენტო მდივანი. ისინი მოუწოდებენ შესაბამის უწყებებს დროულად მოხდეს თემით დაინტერესება და ჩაერიონ, რომ შეწყდეს პატიმრის წამება.

დღის ამბები