18 მაისი 2024,   21:01
ვრცლად
ქვეყანას, რომელსაც უნდა რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფალი მედიის განვითარებას - ევროპელი დეპუტატები

სტრასბურგის სასამართლოსთან ქართველმა ემიგრანტებმა „რუსთავი2“-ის მხარდასაჭერი აქციები დაიწყეს.

აქციებსა და „რუსთავი2“-ის საქმეს ევროპელი დეპუტატებიც ეხმაურებიან. დეპუტატები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან სამაუწყებლო კომპანიისთვის შექმნილი პრობლემების შესახებ, ამბობენ, რომ განსაკუთრებულად ადევნებენ თვალს "რუსთავი 2"-ის საქმეს.

მათი განცხადებით, ქვეყანას, რომელსაც უნდა რომ გახდეს ევროკავშირის წევრი, მხარი უნდა დაუჭიროს თავისუფალი მედიის განვითარებას.

„ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველო არ იყოს დემოკრატიული, თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყანა. ეს ყველაფერი ქართველებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვან ღირებულებას წარმოადგენდა. იყო დემოკრატიული ნიშნავს, რომ პატივს სცემ თავისუფლებას, მედიის თავისუფლების ჩათვლით. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით „რუსთავი ორის“ საქმეს და იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილება კანონის უზენაესობაზე იქნება დაფუძნებული. ვისურვებდი, რაც შეიძლება მალე მიიღონ გადაწყვეტილება, რომ ჩვენც შვება ვიგრძნოთ და ყოველდღიურად აღარ გვიწევდეს თვალის მიდევნება.

ავადმყოფობად მიმაჩნია, როდესაც პოლიტიკოსები იწყებენ საკუთარი თავის დაჯერებას, რომ ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ, რასაც მოისურვებენ. იქნება ეს დამოუკიდებელი მედიის პოლიტიკაში თუ ადამიანებს პირად ცხოვრებაში ჩარევა. პოლიტიკოსებმა ეს არ უნდა გააკეთონ, რადგან ამას ქვეყანა პრობლემებისკენ მიჰყავს, პირად ცხოვრებაში ჩარევა კი პირად პრობლემებს იწვევს. რაც უფრო ნაკლებად დემოკრატიულია ქვეყანა, ეს დაავადებაც უფრო მეტად ვრცელდება,”-აცხადებს ევროპარლამენტის დეპუტატი ლიეტუვადან პეტრას აუსტრევიჩუსი.

ევროპარლამენტის დეპუტატი პორტუგალიიდან ანა გომეში კი აცხადებს, რომ ყველა მოუთმენლად ელის „რუსთავი ორის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. გომეში ამბობს, რომ ეს იქნება უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

ამავე თემაზე
დღის ამბები