18 მაისი 2024,   21:00
ვრცლად
ვაჟკაცური ჩხუბი არ შეუძლიათ, საქართველო ამათ ხელში არის უპატრონო - ადა მარშანია დეპუტატებს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრობს

პარლამენტში დეპუტატებს შორის მომხდარ ჩხუბს პარლამენტის ფრაქცია ”პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე, ადა მარშანია ეხმაურება.

საკანონმდებლო ორგანოში ერთმანეთს დეპუტატები მუხრან ვახტანგაძე და ლევან გოგიჩაიშვილი დაუპირისპირდნენ. 

დაპირისპირება შეეხებოდა იმას, იცოდა თუ არა ნათია თურნავამ იმ წინა გადაწყვეტილებების შესახებ, რომელიც ფოთის პორტს უკავშირდებოდა, როგორ მოხდა ამ გადაწყვეტილების გაუქმება და რა პრობლემებს უქმნის ამ ტიპის ქმედებები მეგაპროექტების განხორციელებას ქვეყანაში.

ადა მარშანიამ ჩხუბში მონაწილე დეპუტატები გააკრიტიკა.

„გაინტერესებთ ვინ ვის დაარტყა პარლამენტში? ესეც არ შეუძლიათ ამათ, დარტყმაც არ შეუძლიათ, ვაჟკაცური ჩხუბი ამათ არ შეუძლიათ, საქართველო ამათ ხელში არის უპატრონო, გეუბნებით,“ - განაცხადა ადა მარშანიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები