17 მაისი 2024,   11:52
ვრცლად
არის ადამიანთან გარკვეული ჯგუფი, რომელიც მიზანიცაა მოეხდინათ ჩემი დისკრედიტაცია - სექსუალურ შევიწროვებაში ბრალდებული ლექტორი

19 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი დაკითხვაზე იმყოფებოდა. ის მეექვსე განყოფილებაში გამოკითხეს. საგამოძიებო უწყება მას გუშინ ელოდებოდა, თუმცა პოლიციის სამმართველოში ის არ მისულა. ომარ მახარაძე ბათუმის საკრებულოს წევრია, თუმცა მომხდარის შემდეგ მან "ქართული ოცნების" რიგები და იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაც დატოვა.

„ჩემს წინააღმდეგ აგორებული არის საშინელი ბინძური კამპანია, რომელსა აბსოლუტურად ვემიჯნები და არ ვეთანხმები არის ადამიანთან გარკვეული ჯგუფი, რომელიც მიზანიცაა მოეხდინათ ჩემი დისკრედიტაცია ჩამოვეშორებინე საუნივერსიტეტო და პოლიტიკურ საქმიანობას, ამას ვგრძნობდი. ვემიჯნები აბსოლუტურად,“-ამბობს ომარ მახარაძე.

დღის ამბები