18 მაისი 2024,   19:16
ვრცლად
"სხვა შეკითხვები თუ გაქვთ?"-მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებასთან დაკავშირებით დასმულმა კითხვამ გენერალური პროკურორი გააღიზიანა

მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირების შესახებ პროკურატურის განცხადების შემდეგ, საქართველოს მთავარი პროკურორი კამერებთან პირველად გამოჩნდა. 

თუმცა, „კურიერის“ კითხვამ, თუ ექსტრადირების რეალური სურვილი ხელისუფლებას გააჩნია, რატომ ვერ დააყენა სამართლებრივი შედეგი მმართველობის 7 წლის თავზე - შალვა თადუმაძე გააღიზიანა და მან მედიისთვის განკუთვნილი ტერიტორია დატოვა.

„არ დაგეთანხმებით, რამდენჯერაც გაიგზავნა იმდენჯერ უარი არ იყო, საექტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს, ყველა დამნაშავესთან მიმართებაში აღნიშნული საექსტრადიციო პროცედურები გაგრძელდება,“-განაცხადა თადუმაძემ.

შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ისინი მუშაობენ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ექსტრადირების საქმეზე.

დღის ამბები