18 მაისი 2024,   18:46
ვრცლად
მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში - დაკავებულია 6 თანამშრომელი 

მასშტაბური დაკავებები ბათუმის მერიაში - პოლიციამ ბათუმის მერიის 6 თანამშრომელი დააკავეს. მათ შორის არიან  ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და აჭარის განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ბაგრატ მანველიძე.

არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან  ნუკრი ხინთიბიძე, ბექა ხალვაში და ერგასლან ლომაძე. ყველა მათგანი წარსულში კეთილმოწყობის სამსახურში მუშაობდა. წინასწარი ინფორმაციით, საქმე ეხება მერიის ფინანსების განკარგვას.

განცხადება აჭარის საოლქო პროკურატურაში საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდება. ბრიფინგი საგამოძიებო უწყებაში 17:00 საათზე ჩაინიშნა.

დღის ამბები