19 მაისი 2024,   09:03
ვრცლად
დამტვრეული ინვენტარი და ჩამსხვრეული მინები - მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში უცხოელ ტურისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ 

დამტვრეული ინვენტარი და ჩამსხვრეული მინები. შემთხვევა თბილისში, მარჯანიშვილზე მდებარე ერთ-ერთ კაფესთან მოხდა. საქართველოს მოქალაქეები უცხოელ ტურისტებს იმიტომ გაუსწორდნენ, რომ ისინი ქართველ ქალთან ერთად ისხდნენ, რომელიც მათი გიდი იყო.

თვითმხილველების ინფორმაციით, თავდამსხმელები სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იყვნენ. მათი თქმით, დამნაშავეებმა უცხოელებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ეკიპაჟები მუშაობდნენ. პოლიციამ კაფის თანამშრომლები ადგილზე გამოკითხა.

შსს-ს ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს. ერთ-ერთ მათგანს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის დაუმორჩილებლობა ედება , მეორეს კი პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევასა და სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ედავებიან.




დღის ამბები