21 მაისი 2024,   16:13
ვრცლად
კიმ ჩენ ინმა მაღალჩინოსნები სიკვდილით დასაჯა

ჰანოიში გამართული წარუმატებელი სამიტის შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში მაღალჩინოსნები სიკვდილით დასაჯეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთ-კორეული მედია ავრცელებს. გამოცემის წყარო იუწყება, რომ კიმ ჩენ ინმა აშშ-ს საკითხებში სპეც-წარმომადგენელს, ასევე ქვეყნის საგარეო უწყების კიდევ 4 თანამშრომელს სასჯელის უმაღლესი ზომა მას შემდეგ შეუფარდა, რაც შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერები სადაო საკითხზე ვერ შეთანხმდნენ.

რიგით მეორე სამიტი კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპს შორის თებერვლის ბოლოს გაიმართა და მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმების ხელმოწერის გარეშე დაგეგმილზე ადრე დასრულდა.

დღის ამბები