21 მაისი 2024,   22:50
ვრცლად
ერაყში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ერაყში, ქალაქ კირკუკში მომხდარ ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ექვსი ასაფეთქებელი მოწყობილობა ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე თითქმის ერთდროულად ამოქმედდა. დაშავდა 18 ადამიანი. თავდასხმების ადგილზე მაშველები და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

პასუხისმგებლობა ტერაქტზე ჯერჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

დღის ამბები