21 მაისი 2024,   23:29
ვრცლად
გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს უკრაინელი მეზღვაურები გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთს უკრაინელი მეზღვაურები გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ლიდერებმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს.

მათი თქმით, რუსეთს უკრაინელი მეზღვაურები უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული. რუსეთს მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ავალდებულებს ჰამბურგის საერთაშორისო საზღვაო ტრიბუნალიც.

კიევში სამმხრივი მოლაპარაკებების მთავარი თემა მინსკის შეთანხმება იყო. მხარეებმა ამ პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესების აუცილებლობაზე ისაუბრეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გერმანია და საფრანგეთი მისი გუნდის პრიორიტეტებს მხარს უჭერენ.

დღის ამბები