21 მაისი 2024,   22:37
ვრცლად
უამინდობა აშშ-ში - წყალდიდობის შედეგად რამდენიმე შტატი დაიტბორა

უამინდობა აშშ-ში - გადაუღებელმა წვიმამ არკანზასში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. დაიტბორა რამდენიმე დასახლება, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. წყლის დონემ რეკორდულ მაჩვენებლებს ოკლაჰომასა და ლუიზიანას შტატებში მდებარე დასახლებებშიც მიაღწია.

პენსილვანიის შტატში კი ძლიერი შტორმის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან. სტიქიამ სახურავები ახადა საცხოვრებელ სახლებს, დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

დღის ამბები