21 მაისი 2024,   22:48
ვრცლად
მორიგი თავდასხმა იერუსალიმში - დანით შეიარაღებულმა პალესტინელმა ქუჩაში ორი ადამიანი დაჭრა

მორიგი თავდასხმა იერუსალიმში - დანით შეიარაღებულმა პალესტინელმა ძველი ქალაქის ებრაულ კვარტალში ორი ადამიანი დაჭრა. თავდამსხმელი სამხედროებმა ადგილზე მოკლეს. დაშავებულები, 50 წლის მამაკაცი და 16 წლის ახალგაზრდა მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიციამ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

თავდასხმა მუსლიმების წმინდა დღესასწაულის - რამადანის ბოლო დღეს დაემთხვა. მომლოცველების დასაცავად ძველ ქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს.

დღის ამბები