21 მაისი 2024,   13:23
ვრცლად
მორიგი ტერაქტი ავღანეთში - სამხედრო კოლონასთან მომხდარ აფეთქებას 9 ადამიანი ემსხვერპლა

მორიგი ტერაქტი ავღანეთის დედაქალაქში - ტერორისტების სამიზნე ამჯერად ამერიკელი სამხედროები გახდნენ. სამხედრო კოლონასთან დანაღმული მანქანა აფეთქდა, რასაც  მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა. თავდასხმის შედეგად  9 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა. დაშავებულთა შორის 4 ამერიკელი სამხედროა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო.

ქაბულში ტერაქტი გუშინაც მოხდა. დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრმა თავი სამხედრო აკადემიის შენობასთან აიფეთქა, რასაც 6 ადამიანი ემსხვერპლა.

დღის ამბები