22 მაისი 2024,   01:30
ვრცლად
დონალდ ტრამპმა მექსიკას საბაჟო გადასახადი დაუწესა

დონალდ ტრამპმა მექსიკას საბაჟო გადასახადი დაუწესა. დაიბეგრება ნებისმიერი სახის პროდუქცია, რომელიც შეერთებულ შტატებში მექსიკიდან შევა. აშშ-ს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებით მექსიკიდან არალეგალი მიგრანტების ნაკადის შეჩერებას ცდილობს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერში დაწერა, რომ მექსიკურ იმპორტზე საბაჟო გადასახადებს იქამდე გაზრდის, ვიდრე ოფიციალური მეჰიკო მიგრაციის პრობლემას არ მოაგვარებს.

დონალდ ტრამპს ღია წერილით უპასუხა მექსიკის პრეზიდენტმა. ანდრეს ობრადორმა ამერიკელ კოლეგას მიუთითა, რომ სოციალური პრობლემების მოგვარება გადასახადებისა და იძულებითი ზომების გზით არ გვარდება.

დღის ამბები