19 მაისი 2024,   11:30
ვრცლად
ისრაელის დამოუკიდებლობის 71-ე  წელი - საზეიმო მიღება „ბილტმორში“

ისრაელი დამოუკიდებლობის 71-ე წელს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით ისრაელის საელჩოს ორგანიზებით სასტუმრო „ბილტმორში“  საზეიმო მიღება გაიმართა.  ღონისძიებას პრეზიდენტი, მთავრობის დიპლომატიური კორპუსისა და ებრაული თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ისრაელმა დამოუკიდებლობა 1948 წლის 14 მაისს გამოაცხადა.

„ახლაც სამაგალითოა ის ურთიერთობები, რომელიც არსებობს საქართველოსა და ისრაელს შორის. არ არსებობს არცერთი პრობლემური საკითხი ორ მხრივ ურთიერთობებში. ჩვენ ვთანამშრომლობთ ძალიან ნაყოფიერად. მე მინდა კიდევ ერთხელ მივულოცო, ვუსურვო ბედნიერება, წარმატება,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები