19 დეკემბერი 2024,   04:58
ვრცლად
დავით კირკიტაძეს პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს დავით კირკიტაძეს პროკურატურამ  საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. ბრალდების მხარემ გურჯაანის სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რომ კირკიტაძე იქნეს დამნაშავედ მიჩნეული და სასჯელის სახით შეეფარდოს 2-წლიანი პირობითი სასჯელი.

საპროცესო გარიგების პირობებს დაეთანხმა ბრალდებული და მისი უფლებადამცველი. ამ წუთებში მოსამართლე გადაწყვეტილების მისაღებად არის გასული. 

დავით კირკიტაძეს 16 დეკემბერს ველისციხის ინციდენტის დროს პოლიციელზე თავდასხმას, წინააღმდეგობის გაწევასა და შსს- ს კუთვნილი ტექნიკის დაზიანებას ედავებიან.

დავით კირკიტაძის სასამართლო სხდომა ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე გაიხსნა. სასამართლოზე მოწმის სახით ჩვენება მისცა ბრალდებულმა. კირკიტაძის გამოკითხვა ბრალდების მხარის შუამდგომლობით მოხდა. პროკურორის კითხვაზე, აღიარებს თუ არა ის წარდგენილ ბრალდებას, დავით კირკიტაძემ უპასუხა, რომ ბრალს აღიარებს.

"იმ დღეს განვითარებული მოვლენები ყველამ იხილა. ავტობუსი, რომელიც ხელს გვიშლიდა, არ ჰქონდა ამომცნობი ნიშანი და ამან გამოიწვია ის ფაქტი, რაც მოხდა. თორემ ჩემი განზრახვა, ვინმესთვის, რომ შურაცხყოფა მიმეყენებინა, არ ყოფილა,"-განაცხადა კირკიტაძემ. 

რაც შეეხება პოლიციელზე თავდასხმას,რასაც კიკრიტაძეს გამოძიება ედავება, მან ფაქტი დაადასტურა. 

"მივდიოდით საპროტესტო აქციაზე. კოლონა იყო ძალიან დიდი. როცა მივუახლოვდი, გზაზე ავტობუსი იყო და ხელს უშლიდა გადაადგილებას. მე შევედი ავტობუსთან საბურავის მხრიდან, რათა ავტობუსი გადამეყვანა. ჩემი მიზანი არ ყოფილა, მაგრამ, ვადასტურებ, რომ პოლიციელს მივაყენე შეურაცხყოფა.

​"მნიშვნელოვანია თითოეული პოლიციელის პოზიცია. დაიკითხა პოლიციელი, მე მათ ბოდიშს ვუხდი. რადგან მათი საქმიანობა ძალიან მნიშვნელოვანია."- განაცხადა კირკიტაძე.

დღის ამბები