27 მაისი 2024,   04:48
ვრცლად
პროტესტი წართმეული მიწის ნაკვეთის გამო - ზუგდიდის ცენტრში ბიზნესმენმა კარავი გაშალა და პირის ამოკერვა სცადა

ზუგდიდში სამხარეო ადმინისტრაციის წინ ბიზნესმენმა მანანა შანავამ კარავი გაშალა. მან პირის ამოკერვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს.

ბიზნესმენი ზუგდიდის ცენტრში მის საკუთრებაში არსებული 9 ათასი კვადრატული მეტრამდე მიწის ნაკვეთის წართმევას აპროტესტებს.

მისი თქმით, ის სასამართლომ ორჯერ ცნო დაზარალებულად, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება სხვადასხვა მიზეზებით არ აძლევს საშუალებას პროექტი განახორციელოს და სამშენებლო სამუშაოები დაიწყოს.

დღის ამბები