27 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
სიძულვილის შემცველი პოსტი - ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებს

ქუთაისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი ნანა კოსტავა, რომელმაც სიძულვილის ენა გამოიყენა, საკრებულოს წევრის მანდატსაც დატოვებს.

როგორც ნანა კოსტავამ თავად განაცხადა, ის საკრებულოს დეპუტატის სტატუსის შეჩერების მოთხოვნით ორშაბათს მიმართავს.

დღეს ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობიდან გადააყენეს, საკრებულოს თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ ის ნანა კოსტავასთან ერთად მუშაობას არ აპირებს, რადგან მისი განცხადებები მისთვის მიუღებელია.

გენდერულმა საბჭომ საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას მიერ გამოქვეყნებულ პოსტთან დაკავშირებით იმსჯელა და მას საბჭო ერთხმად დაატოვებინეს.

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა. 

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“ - ეს პოსტი სალომე ბარკერის ფოტოთი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა 28 მაისს გამოაქვეყნა, როცა ცნობილი გახდა, რომ ლაგოდეხში, ჩანჩქერზე დაღუპული 16 წლის გოგონა ჟურნალისტის და იყო. სოფიო ნიკოლაიშვილი სკოლის ექსკურსიის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, ნანა კოსტავამ საკუთარი პოსტი პროტესტის შემდეგ წაშალა და განმარტა, რომ არ იცოდა ამ ტრაგედიის შესახებ.

დღის ამბები